“ქართლი ოცნების“ და ივანიშვილის ყველა დაპირება არის პროპაგანდისტული და სიცრუე – მანჯგალაძე

ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიდი სხვაობაა, ისინი იბრძვიან ძალაუფლებისა და ხალხის ძარცვის უფლების შენარჩუნებისთვის, ჩვენ კი საქართველოსთვის, ოჯახებისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძე განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ყველა დაპირება პროპაგანდისტულია.

“ქართლი ოცნების“ და ივანიშვილის ყველა დაპირება არის პროპაგანდისტული და სიცრუე, მით უფრო როცა ამ არჩევნებში მათი ოცნება, კიდევ 4 წლით ძარცვონ საქართველო, მარცხდება.

შესაბამისად, მათ ქმედებებზე, მათ პროპაგანდაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი ერთიანობა, ეროვნული თანხმობა და არჩევნებზე ქართველი პატრიოტების მობილიზება.

მთავარია ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია და საბოლოოდ გადავწყვიტოთ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება, ევროპულსა და განვითარებულში, სადაც ქართველი ემიგრანტები უბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს, თუ მარტო დარჩენილსა და გაღატაკებულში, საიდანაც კიდევ უფრო მეტი ქართველი იძულებული ხდება გაიქცეს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ჩემი აზრით, ამ პროცესს საკონსტიტუციო სასამართლოში „ქოცები“ მოიგებენ იმიტომ, რომ მსაჯი მათია
შემდეგი სტატიაბორელი – იარაღი, რომელსაც უკრაინას ვაწვდით, სრულად უნდა იქნას გამოყენებული და რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე შეზღუდვები მოიხსნას