ქარსელაძე – რიკოთის უღელტეხილზე პირველი ორზოლიანი მონაკვეთი სექტემბერში გაიხსნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე პირველი ორზოლიანი მონაკვეთი სექტემბერში გაიხსნება.

„რიკოთის საუკუნის პროექტი, 51.3 კმ, ოთხ ლოტად არის დაყოფილი, ამჟამად მიმდინარეობს ხიდების 70%-ის და გვირაბების 88% მშენებლობა, აქედან შვიდი გვირაბი უკვე გაჭრილია. 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი, რომელზეც ოთხი გვირაბია განთავსებული. რიკოთის პროექტი საერთო ჯამში მოიცავს 96 ხიდს და 53 გვირაბს, მაშინ, როდესაც ამ ეტაპზე ქვეყანაში სულ 40-მდე გვირაბი მოქმედებს.

ხელშეკრულების მიხედვით, 2021 წლის შემდეგ, მომდევნო ეტაპზე, უკვე 2022 წელს გათვალისწინებულია ორი ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთის დასრულება და 2023-2024 წლებში რიკოთის პროექტი უკვე მთლიანად დასრულდება“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი? რომელიც გამათხოვრებული დადის ქვეყანაში, ხიდან ხეზე
შემდეგი სტატიაავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში არიან