ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა – რა მდგომარეობაა ხობში

ხობში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. სოფელ შავღელეში ქარბორბალა იყო. დაზიანებულია 12 საცხოვრებელი სახლი.

ადგილობრივებს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღიათ, თუმცა თავშესაფრის გარეშე არიან დარჩენილი. ხობში ამ დრომდე ძლიერად წვიმს.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა წარმომადგენლები, „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ჯგუფები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

სტიქიის ზონაში მუშაობს სპეციალური ტექნიკა. წაქცეული ხეებისგან იწმინდება გზები და ეზოები. დაზიანებული საცხოვრებელი სახლები დროებითი გადასახური მასალით გადაიხურება. არსებულ მდგომარეობას სპეციალური კომისია სწავლობს. დაზარალებული ოჯახები ხელისუფლებისგან დახმარებას მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: თუ აცრების რაოდენობა ოქტომბერ-ნოემბერში გაიზრდება, მაშინ მე-5 ტალღა გადავადდება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ სრული დამშვიდებისკენ ჯერ შორს ვართ