ქარმა ნაძვის ხე ასფალტიდან ფესვებიანად მოგლიჯა და ავტომანქანებს დაეცა

ნაძალადევის რაიონში უზარმაზარი ნაძვი წაიქცა. მეტრო “სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტნე დადიანის #33-თან ნაძვის ხე ასფალტიდან ფესვებიანად ამოვარდა და ავტომანქანებს დაეცა.
წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 6 ავტომობილი. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.
საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ამ წუთებში ხეს ხერხავენ და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. შექმნილი ვითარების გამო დადიანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმმა სოფელ კნოლევის მკვიდრი დააკავა
შემდეგი სტატიაკახი კახიშვილი თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა