ქარიშხალი “მეთიუს” მსხვერპლი 261-მდე გაიზარდა

კარიბის აუზის სანაპიროზე ქარიშხალ “მეთიუს” მსხვერპლი 261-მდე გაიზარდა – ადგილობივი მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. გუშინ ჰაიტის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა 140 იყო.
“მეთიუმ” უკვე გადაუარა ჰაიტის, დომინიკის რესპუბლიკასა და კუბას. ეპიდცენტრში მისი სიჩქარე 220 კმ/საათი იყო. ქარიშხალი, სავარაუდოდ, დღეს ფლორიდას ეწვევა.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ფლორიდასა და სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ფლორიდაში ქარიშხალი 46 რაიონს ემუქრება, სამხრეთ კაროლინაში კი 67 რაიონიდან 28-ს.

ქარშხალი “მეთიუ” უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ატლანტიკის ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქარშხლად ითვლება.
“მეთიუს” სირთულით მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული.

banner
წინა სტატიაში” თქვენ უბრალოდ არ უნდა დაიზაროთ, მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე”- ნინო ბურჯანაძემ ამომრჩეველს მიმართა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: ხვალ გადაწყდება ახალი საქართველოს ბედი