ქარიშხალი ირმა შედარებით შესუსტდა – სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევს

ქარიშხალი ირმა შედარებით შესუსტდა. ამ დროისთვის ის მეოთხე კატეგორიის შტორმია. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევს.

ქარიშხალი ამ დროისთვის კუბის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს უტევს, ხვალისთვის კი შეერთებული შტატების სანაპიროს მიაღწევს.

საფრთხის გამო, ფლორიდაში ევაკუაციისკენ 5 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწოდეს, რაც შტატის მოსახლეობის 25-% პროცენტს შეადგენს. ქარიშხალ ირმას კარიბის ზღვის ქვეყნებში 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამგზავრებამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორს დენიელ ფრიდს შეხვდა