ქარელში, სოფელ ხვედურეთში ჯარისკაცი მოკლეს

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხვედურეთში ჯარისკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მე-13 ბატალიონში მსახურობდა.

შემთხვევა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს მოხდა. ჯარისკაცს ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგანხილული იყო ის ცხელი წერტილები, სადაც დღესაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, საბედნიეროდ დღეს ეს აქ არ ხდება”
შემდეგი სტატიაზაზა გაბუნია – ჩვენი სურვილია, რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ სულ უფრო მეტი მოქალაქისთვის გახდეს მიმზიდველი