ქარელში 28 წლის კაცი გაგუდეს

ქარელში მკვლელობა მოხდა. მოკლული 28 წლის კაცია. როგორც მთავარ არხს შსს-ში განუცხადეს ცხელ კვალზე დაკავებულია 2 პირი. 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.

საქმეზე გამოძიება 108 და 25-108 მუხლებით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობას და დანაშაულის ჩადენაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგრეგოროვა ოცნებაზე: სურთ ოპოზიციის აკრძალვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის არსს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ბატონო მოსამართლე, თქვენ თუ იცით, ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, ვეღარ გამაჩუმებთ, ცოტა ხანი დაგრჩათ