ქარელის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა 1.250 მეტრის სიგრძის ღობე გაავლეს

გასული წლის ბოლოს რუსმა ოკუპანტებმა და ცხინვალის თვითგამოცხადებული ხელისუფლების ე.წ. უშიშროების კომიტეტმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქალეთთან “სასაზღვრო” ღობის აგება დაასრულეს. ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლების რომელიმე უწყებას პროტესტი არ გამოუთქვამს და არც ინფორმაცია გაუვრცელებია.

“დეოკუპეიშენ.ჯიმ” ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის 2017 წლის ანგარიში მოიპოვა, სადაც აღნიშნულია:

“მიმდინარე წელს, 2013 წლის შემდეგ პირველად, დაწყებულია საზღვრის დაფიქსირება საინჟინრო წესით. მაგალითად, ზნაურის რაიონის სოფელ ქალეთში (ეს სოფელი სინამდვილეში ქარელის მუნიციპალიტეტში შედის, -ლ.ბ.) გავლებულია 1.250 მეტრიანი სასაზღვრო ღობე”.

ამასთან, ე.წ. უშიშროების კომიტეტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსდა 63 გამაფრთხილებელი და 83 საინფორმაციო ბანერი.

ლაშა ბერულავა

banner
წინა სტატიაშიპროპაგანდისტული რუსული პორტალი, ქართველებს ვიზებს სთავაზობს
შემდეგი სტატიათბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს