ქარელის 23-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი, რომელიც შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა

ქარელის 23-ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი შეუძლოდ გახდა. ადგილობრივებმა ის ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ამომრჩეველი გზაში გარდაიცვალა.

“23-ე საარჩევნო უბანზე მოვიდა ამომრჩეველი და ცუდად გახდა. მაშინვე ჩასვეს მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს. სანამ საავადმყოფოში მიიყვანდნენ, გზაში გარდაიცვალა”, – განაცხადა ქარელის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზაზა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ხიდაშელი: რამდენიმე უბნის ტერიტორიაზე, არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: წელს უპრეცედენტოდ მშვიდი არჩევნები ტარდება