ქარელი-აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქარელი-აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მარჯვენასაჭიანი ჰონდა ფიტი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა. დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვი.

მშობლები და კიდევ ერთი მცირეწლოვანი ბავშვი სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ სამივე დაშავებული გაწერეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშიძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მაჟორიტარობის კანდიდატს დღეს წარადგენს