ჰიმალაის მთებში რთული მეტეოროლოგიური ვითარებაა – უამინდობის და ძლიერი ქარბუქის გამო 200-ზე მეტი ტურისტი და მთამსვლელი მთებში ჩარჩა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, დახშულია მთის ბილიკები, რის გამოც სამაშველო ოპერაცია ვერ ხორციელდება ვერც ჰაერიდან და ვერც ხმელეთიდან.
მაშველები აღნიშნავენ, რომ დაბალი ხილვადობა და ყინვა მნიშვნელოვნად ართულებს ოპერაციის დაწყებას.
გარდა ამისა, რთული ვითარებაა მეზობელ ნეპალშიც, სადაც ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ სულ მცირე 47 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო ათეულობით მოქალაქე კვლავ დაკარგულად ითვლება.

















