ქანთარია საპარლამენტო უმრავლესობიდან “გასარიცხ დეპუტატთა” სიას ასახელებს

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარია მმართველ გუნდში არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

ქანთარია მმართველი გუნდიდან იმ დეპუტატების გარიცხვას არ გამორიცხავს, რომლებმაც ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა ლიდერები გააკრიტიკეს.

ნუკრი ქანთარიამ ე.წ. „გასარიცხი დეპუტატების“ გვარებიც ჩამოთვალა. მისი თქმით, უმრავლესობიდან გასარიცხთა რიგებში არიან თვითონ, ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, “საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება”, რის გამოც დეპუტატის შეფასებით, მას და უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს „მაღვიძარას როლი“ დაეკისრა.

“გედევან ფოფხაძის ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ “ქართულ ოცნებაში” არსებული პრობლემები გააშიშვლა”, – დასძინა ქანტარიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე : ზოგიერთი ყმაწვილი დეპუტატი ძალიან გავს გუგულს, რომელიც კვერცხებს სხვის ბუდეში დებს
შემდეგი სტატიაგალში ფაროსანასთან ბრძოლა „აქტიურდება“