,ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობის კუთხით არსებული რეალობა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს”

news
ავტ.: news მაისი 13, 2016 13:00

,ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობის კუთხით არსებული რეალობა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს”

მნიშვნელოვანი

  • ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობის თვალსაზრისით არსებული რეალობა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სხვა სტატიები

ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობის თვალსაზრისით არსებული რეალობა განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

უჩა ნანუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი პრევენციული ზომა იქნა გატარებული, პრობლემა კვლავ მწვავეა.

„ქალთა მიმართ ძალადობის და მკვლელობის თვალსაზრისით არსებული რეალობა განსკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. 2015 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით, ოჯახში ძალადობის 2 726 ფაქტი გამოვლინდა, სადაც 5 106 პირი მონაწილეობდა. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, რომელიც გადმოგზავნილია ჩვენს აპარატში, 2015 წელს ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის 28 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 16 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი, 12 შემთხვევა სხვა მოტივით. შემთხვევათა უმრავლესობა ჩადენილია პარტნიორი, ყოფილი პარტნიორის ან პირის მიერ, რომელსაც უარი ეთქვა პარტნიორულ ურთიერთობაზე. კვლავ გვხდება აბორტის ისეთი ფორმა, როგორიც გენდერული ნიშნით სქესის სელექციაა. დღემდე პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია და შემთხვევების მართვა. 2015 წელს 611 არასრულწლოვნის ქორწინება დარეგისტრირდა, ოჯახის შექმნის მიზნით კი სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა“, – ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომელიც საკუთარ ანგარიშს არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობს.

news
ავტ.: news მაისი 13, 2016 13:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics