“ქალთა მიმართ დამამცირებელი კომენტარები მთელ მსოფლიში დასჯადი ხდება და მით უმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის”

ქალთა მიმართ დამამცირებელი კომენტარები მთელ მსოფლიში დასჯადი ხდება მით უმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

სალომე ზურაბიშვილი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძემ აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“

„ვგმობ დღეს გაკეთებულ სექსისტურ განცხადებას. კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და მგონი ასევე ქართული საზოგადოებისთვის, დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული შეფასება ქალი პოლიტიკოსის მისამართით.

ქალის მიმართ დამამცირებელი და დამაკნინებელი კომენტარები მთელ მსოფლიოში დასჯადი ხდება და მითუმეტეს მიუღებელია ქართული კულტურისა და ტრადიციებისთვის. მსგავსი კომენტარი იქნება თუ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მუდმივი ტირაჟირება ან კიდევ შეურაცხყოფის მიყენების სხვადასხვა ფორმა, რეალურად ჩვენ საზოგადოებას ამცირებს და არ გვეკადრება. ვისურვებდი, რომ ამ საარჩევნო პერიოდის დასაწყისში ყველა ვთანხმდებოდეთ მინიმალური ეთიკის ნორმებზე და სიძულვილის და შეურაცხყოფის ენისგან თავშეკავებაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძის თქმით, ტაქსებზე მგზავრების საფასური გაიზარდა თუმცა ტარიფები დარეგულირდება
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი და გიორგი ლაფერაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე არიან დაბარებული