3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტები საქართველოში- შსს სტატისტიკას აქვეყნებს

2025 წელს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე 850 შემაკავებელი ორდერი გამოიცა,_ ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სტატისტიკის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი 776 ქალი გახდა, მათ შორის 37 არასრულწლოვანია, რომელთაგან ძალადობის მსხვერპლი 4 მოზარდის ასაკი 13 წლამდეა, ხოლო 33 -ის ასაკი 14-17 წლამდე მერყეობს.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის შემთხვევებს, 8138 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ძალადობის მსხვერპლი სხვდასხვა ასაკის 1163 მამაკაცი და  6141 ქალი გახდა.  ძალადობის მსხვერპლთა შორის  არიან არასრულწლოვნებიც. კერძოდ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 13 წლამდე ასაკის 102 ბიჭი და 142 გოგო გახდა. გარდა ამისა,  14-17 წლამდე ასაკის კი 73 ბიჭი და 219 გოგო.

banner
წინა სტატიაშიმიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას
შემდეგი სტატიაესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ესტონეთის ელჩი საქართველოში და სომხეთში, მარგე მარდისლაუ-კაჰარი, რომელიც აქამდე თბილისში ცხოვრობდა, სომხეთში გადაიყვანოს და საქართველოში საქმიანობა შეუწყვიტოს