ქალთა დღე 112-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დირექტორმა ნიკა გელაშვილმა და სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარებმა „112“-ის ოპერატორებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სპეციალურად მათთვის შექმნილი საჩუქრები გადასცეს.
ხელნაკეთი ბლოკნოტები სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა დაამზადეს. უჩვეულო ფაქტურის ქაღალდი, რომლისგანაც ბლოკნოტების ყდებია დამზადებული, ასევე, მათ მიერ არის შექმნილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ განსაკუთრებული და ორიგინალური საჩუქრებისთვის მადლობას უხდის სოციალური თერაპიის სახლში მომუშავე თითოეულ ადამიანს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიეს არის ერთგვარი ლუსტრაცია საქართველოს ხელისუფლების
შემდეგი სტატიამამუკა გამყრელიძე: რუსებს “გავუპრავოთ” ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ???