ფოთელ ქალბატონს, რომელსაც მჭიდრო შეხება ჰქონდა ბოლნისელთან პნევმონია დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. მან გრიპის სიმპტომებით კლინიკა,,ლაზიკამედს“ მას შემდეგ მიმართა, რაც მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. ცნობილი ხდება, რომ მას რამდენიმე დღის წინ კონტაქტი ჰქონდა ბოლნის მკვიდრთან.ექიმების ინფორმაციით, პაციენტს რენტგენიოლოგურად დაუდასტურდა პნევმონია, გადაყვანილია საავადმყოფოში და მიმდინარეობს დაკვირვება.
,,დღეს კლინიკაში მოგვმართა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან ჰქონდა ერთეული ხველა და ტემპერატურის მატება, მან ასევე აღნიშნა, რომ 15 მარტს შეხება ჰქონდა პიროვნებასთან, რომელიც იყო ბოლნისიდან, ამიტომ მოვიდა ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად. რენტგენოლოგიურად დადასტურდა პნევმონია. შევატყობინეთ ინფექციონისტებს, ეპიდემიოლოგებს, გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავდმყოფოში და მიმდინარეობს მასზე დაკვირვება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი”- განუცხადა ჟურნალისტებს ექიმმა – თერაპევტმა ქრისტინა დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიბესიკ თამლიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაუცხოეთში მცხოვრები საქართველოს დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მიმართავენ,მიმართვა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა