ქალმა მალიში ცხრა ბავშვი იმშობიარა, ყველა ცოცხალი და ჯანმრთელია

25 წლის ქალმა მალიში წარმატებით იმშობიარა ცხრა ბავშვი, ორით მეტი, ვიდრე ექიმები ვარაუდობდნენ. ჰალმა სისი მოსალოგინებლად მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში გააგზავნეს. “ბედნიერი ვარ, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ცოლი და შვილები, ხუთი გოგო და ოთხი ბიჭი თავს მშვენივრად გრძნობენ” -ამის შესახებ  “ბიბისის” მამამ განუცხადა.

ცხრა ბავშვის ერთდროულად მშობიარობა ძალიან იშვიათი შემთხვევაა. როგორც წესი, მას გართულებები მოყვება ხოლმე და ჩვილები იღუპებიან. მედიკოსებმა ორი ასეთი შემთხვევა იციან – 1971 წელს ავსტრალიაში და 1999 წელს მალაიზიაში, ორივეჯერ ბავშვებიდან არცერთი არ გადარჩენილა.

2009 წელს ამერიკელმა 8 ბავშვი იმშობიარა, ყველა გადარჩა. ორსულობა ხელოვნური განაყოფიერებით დადგა.

მალის ჯანდაცვის მინისტრმა ორივე ქვეყნის მედიკოსებს მიულოცა ბედნიერი დასასრული.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში „წაჩხურობას“ აღნიშნავენ (video)
შემდეგი სტატიარუსეთში სსრკ-სა და ნაცისტური გერამანიის შედარების აკრძალვა სურთ