ქალმა დამოუკიდებლად ამოიღო მკერდიდან იმპლანტები

ბრიტანეთის ქალაქ სკეგნესში მცხოვრებმა დამოუკიდებლად ამოიღო მკერდიდან იმპლანტი – The Times-ი წერს. 49 წლის ტონია როსინგტონმა “იუთუბზე” ინსტრუქციას მოუსმინა, კანი გაისუფთავა ანტიბაქტერიული საშუალებებით და მკერდზე ყინული მიიდო. შემდეგ სკალპელით ორი ჭრილობა გაიკეთა და იმპლანტი ამოიღო, ერთ-ერთი მათგანი გაეჭრა. ტონიას თქმით, მას ტკივილი არ უგრძვნია, რადგანაც მკერდის გადიდების ოპერაციის დროს ნერვები დაუზიანეს. მას შემდეგ, რაც გადახვევები გაიკეთა, ტონიამ ქმარს წერილი დაუტოვა და საავადმყოფოში წავიდა, სადაც სპეციალსიტებმა ჭრილობები დაუმუშავეს. პლასტიკური ქირურგის თქმით, ქალს გაუმართლა, რომ არტერია არ დააზიანა.
როსინგტონმა ოპერაცია 14 წლის წინ ბრიუსელში გაიკეთა. მისი თქმით, მაშინ დიდი მკერდი მოდაში იყო. კერძო კლინიკაში სილიკონის მკერდიდან ამოღება 3 ათასი დოლარი დაუჯდებოდა, რისი საშუალებაც როსინგტონს არ ჰქონდა – წერს “თაიმსი”.

banner
წინა სტატიაშიშუახევის მინიციპალიტეტში, სოფელ კობალთას ტყეში ხანძარია
შემდეგი სტატიამსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვებ-გვერდი დაიხურა