ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრება- პარლამენტი “ახალი საქართველოს”ინიციატივას განიხილავს

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“ პარლამენტში ახალი ინიციატივით შედის. გიორგი ვაშაძის გუნდის საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ეხება.
„ახალი საქართველო“ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებას და 60 წლით განსაზღვრას ითხოვს. მათი თქმით კანონის მოქმედი რედაქცია მოქალაქეებს სქესობრივი და ასაკობრივი ნიშნით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, ამ საკითხზე მათ სარჩელი შეტანილი აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

„ჩვენ პარალელურად საკონსტიტუციო სარჩელი გვაქვს შეტანილი და ვფიქრობთ, რომ ასაკი უნდა გათანაბრდეს. ეს არის დისკრიმინაციული ნორმა, ანტიკონსტიტუციური ნორმაა და ვფიქრობთ, რომ 60 წლიდან უნდა გაიცემოდეს პენსია საქართველოში.“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სამცხე-ჯავახეთში ორი თვის განმავლობაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაპატრული და დაპირისპირება 67-ე სკოლაში