ქალი, რომელსაც კორონავირუსი ყარაჯალაში დაუდასტურდა, თბილისში, დიდუბის ბაზარში მუშაობდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი, ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებულ 63 წლის ქალს სოფელში ბევრი კონტაქტი არ ჰქონია და სამი პირი მოძიებულია.

„ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ, იმავე საღამოს ქალმა თავი ცუდად იგრძნო და მეორე დღეს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. დააწვინეს სტაციონარში და მოხდა სინჯის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. რადგან ქალი თბილისში ცხოვრობს, კონტაქტები ყარაჯალასთან არ იკვეთება. მოძიებულია სამი კონტაქტი, მათ უკვე აუღეს სინჯები და გადაყვანილი არიან საკარანტინო ზონაში. ქალი მუშაობს თბილისში, ეს ინფორმაცია გადაცემულია და იქ გააგრძელებენ ეპიდკვლევას. რაც შეეხება თელავის რაიონულ საავადმყოფოს, კლინიკაში მონიტორინგი მკაცრად ხორციელდება, ხომ არ მოხდა პირადი ჰიგიენის დარღვევა“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

ინფიცირებული ქალი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – უკომპრომისო და კოორდინირებულმა ბრძოლამ ჩვენ მოგვიტანა გამარჯვება
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი: დღეს დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალურ-პოლიტიკური დაჯგუფება