ქალი, რომელმაც გუშინ აქციაზე სპეცრაზმელების კორდონი გაარღვია, სასამართლომ 2600 ლარით დააჯარიმა

ნანა ტომარაძე, რომელმაც წუხელ, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონი ფეხით გაარღვია, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 600 ლარი დააკისრა.

“ის გახლავთ მარტოხელა დედა, ჰყავს 11 წლის შვილი და მასზე ნერვიულობს. როცა განვუმარტე, რომ შესაძლოა, ჯარიმა გამოუწერონ, ძალიან განერვიულდა. ამბობს, რომ არ აქვს საშუალება, რომ ჯარიმა გადაიხადოს”, – განაცხადა ნანა ტომარაძის ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: სსრკ დაბრუნდა? პროევროპულ დემონსტრანტებს ძალადობრივად არბევს ომონი
შემდეგი სტატია“საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან განვითარების კუთხით თანამშრომლობა აღარ არის შესაძლებელი”- გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური მინისტრი