ქალი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ – აქცია რუსთავის ციხესთან

ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ქალი პოლიტიკოსები აქციას მართავენ – ამ გზით ადგილზე შეკრებილები პატიმრობაში მყოფ ქალ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.

“ბათულელებისა” და ნეტგაზეთის” დამფუძნებელი 1 წელია, დაკავებულია. ციხეთა სისტემაში ყოფნის დროს კი, ადვოკატების თქმით, ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

ცხესთან მისული ქალები აცხადებენ, რომ აუცილებელია, თბილისში ხვალ დაგეგმილ მზიას სახელობის საპროტესტო მარშს ბევრი ადამიანი დაესწროს.

ქალ პოლიტიკოსებს მიტანილი აქვთ ბანერები: „თავისუფლება მზიას!“, „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „მზია ამაღლობელი 1 წელია ციხეშია“.

იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის – ეს მზია ამაღლობელის სიტყვებია, რომელიც მან სასამართლოზე წარმოთქვა. ეს ბრძოლა გრძელდება, საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გამოდიან და პროტესტის მუხტს ინარჩუნებენ, იმიტომ რომ ქვეყანაში პროტესტი დიდია.

ამიტომ, ხვალ, მზია ამაღლობელის დაპატიმრების ერთი წლის თავზე სოლიდარბა უნდა გამოვუცხადოთ მზიას და რა თქმა უნდა ყველა სინდისის პატიმარს.

მზია ამაღობელი, პირველი ქალი ჟურნალისტი, ისჯება იმისთვის, რომ მას სურს, ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირში. სურს, ამ ქვეყანაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები”- თქვა დეა მეტრეველმა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს. “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს გასულის წლის 6 აგვისტოს, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ: “თუ, ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ამას მისთვის საშინელი შედეგები მოჰყვება”
შემდეგი სტატიაწყალტუბოში სანატორიუმ “ფილიალის” შენობა იწვის