ქალი მსჯავრდებულები, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში სამი წლის შვილი ჰყავთ, უქმე დღეებში საპატიმროდან გასვლას შეძლებენ

„ზურგზე მას ჰქონდა დუბინკის კვალი, დასიებული ქონდა ფეხები“...

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატის კახა კახიშვილის განცხადებით, იმ ქალ მსჯავრდებულებს, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში სამი წლის შვილი ჰყავთ, ერთი წლის მანძილზე, უქმე დღეებში საპატიმროდან გასვლა შეეძლებათ.

როგორც კახიშვილმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სამი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ბავშვმა პენიტენციური დაწესებულება უნდა დატოვოს, რადგან სამი წლის შემდეგ, აღნიშნულ დაწესებულებაში ყოფნა ბავშის ფსიქიკაზე მოქმედებს.

„პენიტენციურ დაწესებულებებში არის შემთხვევები, როდესაც ქალ მსჯავრდებულებს სამ წლამდე შვილი ჰყავთ. ძალიან რთულია სამი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ ამ ბავშვის გაყვანა დაწესებულებიდან და მშობელთან დაშორება. ეს ძალიან მტკივნეული პროცესია.

მეორე მხრივ, ბავშთა უფლებების დაცვის ყველა ორგანიზაციას რეკომენდაცია აქვს, რომ მხოლოდ სამ წლამდეა შესაძლებელი, პენიტენციურ დაწესებულებაში ბავშვი დედასთან იყოს, ვინაიდან სამი წლის შემდგომ, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა უკვე ბავშის ფსიქიკაზე მოქმედებს.

ამიტომ, კანონპროექტის ინიცირება მოვახდინეთ, რომლის თანახმადაც, სამი წლის შემდეგ, დედასაც ვაძლევთ საშუალებას, რომ უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულებიდან გამოვიდეს და ერთი წლის მანძილზე, შვილთან ერთად იყოს“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

banner
წინა სტატიაშიალან დუნკანი: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ახალ მთავრობასთან და პარლამენტთან მუშაობას
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: რუსეთ-აფხაზეთის ე.წ შეთანხმება ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ნაწილს წარმოადგენს