“ქალი ხარ და არ გეკადრება” – ოდიშარია ნაცვლიშვილს

ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ლელოს” წევრ, ანა ნაცვლიშვილს მოუწოდა, რომ “მანდილის ღირსებას გაუფრთხილდეს”, რადგან მისი მოწოდებები “ქალისთვის შეუფერებელია” – “ქალი ხარ და არ გეკადრება”.

“გუშინ ვერ მოვასწარი და ქალბატონო, ანა, დაანებეთ, რა ამ მასწავლებლობას თავი. სხვათა შორის, ჩვენს ზრდილობასთან მიმართებაში სანამ დაიწყებთ აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ, რა და უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან. როგორ საუბრობთ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს. ქალი ხარ და არ გეკადრება, რა, ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას, რა”, – თქვა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ ანა ნაცვლიშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თქვა, რომ ამ ქვეყანას “პარლამენტი რომ ჰყავდეს”, ხელისუფლებას სწორი პოლიტიკის გატარებას უნდა ავალებდეს, რომელიც მიზანმიმართული არა მომხმარებელთა დასჯაზე, არამედ რეალიზატორების და მათი მფარველების გამოვლენაზე იქნება.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში, კორპუსის ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის – გომელაური