15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

“ქალი არ არის საზოგადოების საშვილოსნო ან ინკუბატორი!” -რეპროდუქტოლოგი ქალის სხეულის კონტროლის მცდელობას ფაშიზმს ადარებს

ცნობილი რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და იმ რიტორიკას უპირისპირდება, რომელიც ქალის სხეულს მხოლოდ დემოგრაფიულ ინსტრუმენტად განიხილავს. ექიმის თქმით, მსგავსი მიდგომები ავტორიტარული რეჟიმების საფირმო ნიშანია.

 „განსაკუთრებით საშიშია ის, როცა სახელმწიფო, რელიგია ან პოლიტიკური ჯგუფები ქალის სხეულს დემოგრაფიული ინსტრუმენტის როლში განიხილავენ. ისტორიულად ავტორიტარულ სისტემებს ხშირად სჭირდებოდათ ქალის რეპროდუქციული ფუნქციის კონტროლი — ხან თითქოს შობადობის გაზრდისთვის, ხან „ერის გადარჩენის“ სახელით, ხან კი ტრადიციისა და მორალის დაცვის ლოზუნგებით. ასეთ დროს ქალი აღიქმება არა როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, არამედ როგორც „საზოგადოების სხეული“, მე ვიტყოდი, როგორც “საზოგადოების საშვილოსნო/ინკუბატორი”.

ეს რიტორიკა განსაკუთრებით ნაცნობია პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისთვის, სადაც ქალის სექსუალობა და რეპროდუქცია ხშირად კოლექტიური კონტროლის სფეროდ იქცა. გაგონებთ რაიმეს? ფაშიზმს ხომ არა? სწორედ ამიტომ აბორტის დემონიზაცია ბევრად უფრო ფართო სოციალური პროცესის ნაწილია — ქალის სხეულის პოლიტიზაციის, სექსუალობის კონტროლისა და ავტონომიის შეზღუდვის“, — აცხადებს ეკა კვირკველია.

banner
წინა სტატიაში“სამი ბრალი მაქვს და უკვე მალე დასახვრეტიც ვიქნები”- ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატიამდინარაძე: მე, როგორც ერთი მოქალაქე, მომხრე ვიქნები ნებისმიერი ჰუმანური გადაწყვეტილების, თუ იქნება მონანიება