“ქალები, ბიზნესი და კანონის” რეიტინგში საქართველო 82-ე ადგილზეა

მსოფლიო ბანკის შეფასებით, რეიტინგში “ქალები, ბიზნესი და კანონი” საქართველო 82-ე ადგილზეა. პირველ ადგილზე არიან ლატვიის რესპუბლიკა, ბელგია, დანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი და შვედეთი. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს 79,38 ქულა აქვს და მის წინ არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სომხეთი, ტაჯიკეთი, ვიეტნამი, ფილიპინები და სხვა.

მსოფლიო ბანკი აღნიშნულ რეიტინგს ყოველ წელს აქვეყნებს. რეიტინგის შედგენისას აფასებენ კანონებს, საიდანაც გენდერული თანასწორობის ინდექსს ადგენენ, მათ შორის, სწავლობენ კარიერულ შესაძლებლობებს, ხელფასს, პენსიებს, შრომის პირობებს, სოციალური დაცულობის სხვადასხვა დონეებს.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის ქულები ვიდეო სამეთვალყურეო სისტემას მიებმება
შემდეგი სტატია“პანორამა თბილისის” მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა