ქალბატონო თეა, უტიფრობასაც აქვს საზღვარი, თანაგუნდელებს უთხარით სიმართლე, რომ ჩამოგაშორეს ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროს – კახიძე

region
ავტ.: region მარტი 20, 2019 17:46

ქალბატონო თეა, უტიფრობასაც აქვს საზღვარი, თანაგუნდელებს უთხარით სიმართლე, რომ ჩამოგაშორეს ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროს – კახიძე

ტყუილებსა და უტიფრობასაც საზღვარი აქვს, ქალბატონო თეა – ამ განცხადებით, თეა წულუკიანს, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა ოთარ კახიძემ მიმართა. კახიძე წულუკიანს ტყუილში ადანაშაულებს და სთხოვს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სიმართლე უთხრას.

კახიძის თქმით, საკუთარ მოხსენებაში წულუკიანი ამბობდა, რომ მას დიდი წარმატებები აქვს ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროში, სინამდვილეში კი ყველა ორგანიზაციამ, რომელიც ჩართულია ამ სფეროში წულუკიანის ჩამოშორება მოითხოვა. კახიძე წულუკიანს ურჩევს, მისსავე თანაგუნდელ დეპუტატებს სიმართლე უთხრას, სიმართლე კი ის არის, რომ მას ჩამოართვეს სამდივნოს ხელმძღვანელობა და პრემიერის აპარატს ჩააბარეს.

“გულწრფელი გაოცება მინდა გამოვხატო – თქვენ ახლა ისაუბრეთ, რომ წარმატებები გქონიათ ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროში. ახლა მე მაქვს გახსნილი ეს გვერდი, ამ ვებ გვერდზე გასული წლის ნოემბერში ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც არის ჩართული ამ სფეროში, უკლებლივ ყველა ორგანიზაციას, აქვს გაგზავნილი წერილი, სადაც ითხოვენ თქვენს ჩამოშორებას,

“ანუ თქვენს წინააღმდეგ გაილაშქრა ყველამ , შემდეგ თქვენი პასკვილებია გაგზავნილი,როგორი ნაციონალები არიან “ტრანსპარანს ინტერნეიშენალის” თანამშრომლები, იმედია ბერლინის ოფისს არ გულისხმობდით, ეს როგორ დასრულდა, ქალბატონო თეა?

“შემთხვევით ხომ არ ჩამოგართვეს სამდივნოს ხელმძღვანელობა და პრემიერ მინისტრის აპარატს ხომ არ გადაეცა. ამას წარმატებად როგორ ასაღებთ, ხომ აქვს საზღვარი ცინიზმს უტიფრობას ტყუილებს, იქნება უთხრათ სიმართლე ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან თქვენ ყველა ორგანიზაციამ ბოიკოტი გამოგიცხადათ და თებერვალში გადაეცა ეს პრემიერის აპარატს”-მიმართა კახიძემ წულუკიანს.

region
ავტ.: region მარტი 20, 2019 17:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,721
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics