ქალბატონო ნინო, მორალურად თქვენ არ უნდა იყოთ ამ დარბაზში – რომან გოცირიძის მიმართვა ნინო გვენეტაძეს

პრეზიდენტში პრეზიდენტის გამოსვლას შეფასებები მოჰყვა დეპუტატების მხრიდან. მთავრობის წევრებისა და მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებას აკრიტიკებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. სასამართლო სისტემასა და კონსტიტუციის რეფორმასთან დაკავშირებული მსჯელობისას ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართა და აღნიშნა, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც გოცირიძის თქმით, დარტყმა მიაყენა ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს, ნინო გვენეტაძე მორალური თვალსაზრისით არ უნდა იჯდეს პარლამენტის დარბაზსში.

,,იმ ცხრა მოსამართლემ რაც ჩაიდინა რუსთავი 2-თან მიმართებაში, როცა სტრასბურგმა ჩაწერა როგორც პრეცედენტი როგორც სიტყვის თავისუფლების შემზღუდველი ქვეყანა, ეს დარჩება ისტორიაში. როგორც ყველა სწავლოს დღეს ლარი ფლინტის პრეცედენტს, ცნობილი ჟურნალის ისტორია, რომელმაც გამოხატვის დაცვის გარანტიებს შეუწყო ხელი. აი, ასე იქნება უზენაესი სასამართლოს მიერ სტრასბურგში შერცხვენილი გადაწყვეტილება სასწავლო მრავალი წლების განმავლობაში“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი ყოფილიყავით”- ზურაბიშვილი პრეზიდენტს
შემდეგი სტატიასაერთოდ გავაუქმოთ საარჩევნო ბარიერი-,,პატრიოტთა ალიანსის” ინიციატივა