“ქალბატონო ინგა, შეგიძლიათ დაცულად იგრძნოთ თავი”- თეა წულუკიანი ინგა გრიგოლიას პასუხობს

შემიძლია მქონდეს იმედი, რომ მე ჩემი სახელმწოფო მიცავს? – ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანს “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ სახელმწიფო იცავს.

“კადრების გავრცელებისთანავე, ყველამ ვაჩვენეთ ის რომ თქვენ, ქალბატონო ინგა, დიახ, შეგიძლიათ დაცულად იგრძნოთ თავი. მეორე თემაა, ვის რა ხარისხის დაცვა შეიძლება დასჭირდეს. თქვენ ძალიან დიდი სიმამაცის მაგალითი აჩვენეთ, ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები დაცვა გჭირდებათ, ვიდრე სხვებს, მაგრამ ადამიანები სხვადასხვანაირად არიან მოწყვლადი. კანონი ყველასთვის ერთია, ფაქტია, რომ დარტყმა სახელმწიფოზე მიმდინარეობს. დარტყმა პირველ რიგში, საჯარო სივრცეში, აქტიურ ქალებზე მიმდინარეობს, რომლებიც როგორც ქალები, არ შინდებიან და არ შეშინდებიან. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის შვილები, ჩვენ ვართ ქალები და არ ეწყონოს არავის, უფრო ძლიერები, ვიდრე ზოგიერთი მამაკაცი”,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოზე დღესაც შემორჩენილია 2012 წლის ზაფხული
შემდეგი სტატიათბილისში 2 ახალგაზრდა ე.წ “სპიცით” დაჭრეს