ქალბატონი ზახაროვა გამოხატავს რუსეთის ცნობილ დესტრუქციულ დამოკიდებულებას – ირაკლი სესიაშვილი

„ქალბატონი ზახაროვა გამოხატავს რუსეთის ცნობილ დესტრუქციულ დამოკიდებულებას,“ – ასე აფასებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარია ზახაროვას განცხადებას.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ზახარობას განცხადება, რომ თითქოს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და ამ პროცესს ვერც ტატუნაშვილის საქმე შეუშლის ხელს, სიმართლე არ არის.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმითთ, რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს საქართველო, ძლიერი ინიციატივებით პასუხობს.

„ქალბატონი ზახაროვა გამოხატავს რუსეთის ცნობილ დესტრუქციულ დამოკიდებულებას და პოზიციას ოკუპაციასთან მიმართებაში და ეს მათი იმ პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი, რითაც რუსეთის მხრიდან მცდელობა თავი აარიდონ ოკუპაციის ფაქტს და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას, თუმცა, ამაზე, ჩვენი მთავრობა, პრემიერი პასუხობს ძალიან ძლიერი ინიციატივებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სიკეთეები რითაც სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები გავრცელდეს იმ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპაციის პირობებში იმყოფებიან,“ – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ პროპაგანდის ომის წინაშე ვართ – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაქართველი სტუდენტები პრემიერ-მინისტრს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავენ