ქალბატონი სალომეს ე.წ. ვოიაჟი რისკისშემცველია, საქართველოს საწინააღმდეგო ნარატივზე ხართ – მდინარაძე

ქალბატონი სალომეს ე.წ. ვოიაჟი არის რისკისშემცველი ყველაზე რბილად რომ ვთქვათ – აცხადებს “ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით. მდინარაძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილს, ნაცმოძრაობასა და “მთავარ არხს” ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება არ სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ – “ერთ ნარატივზე ხართ, საქართველოს საწინააღმდეგო ნარატივზე” ამტკიცებს მდინარაძე.

“თქვენ რეალურად არ გსურთ [სტატუსი] ერთი რაღაცის გამო. იმიტომ, რომ ხელისუფლება გაიმყარებს პოზიციებს, თქვენმა სპიკერებმა ეს თქვეს, ანუ ნაცმოძრაობის სპიკერებმა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ვერ დაამხობენ, ვერ ააყირავებენ, ვერ შეცვლიან და ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნდათ წარმოიდგინონ ის, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს მხოლოდ იმის გამო რომ გაიმყარებს თურმე პოზიციას საქართველოს ხელისუფლება” უთხრა მდინარაძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

banner
წინა სტატიაშიმშვიდობის საუკეთესო გარანტია ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნება და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტაა – ორბანი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა