“ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე” – დავით ჭიჭინაძე

“არ მგონია, რომ ახლა კიბერშეტევა იყოს. ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეა კიბერშეტევა ქვეყანაზე,“ – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ის სალომე ზურაბიშვილის მიერ “ტვიტერზე” დონალდ ტრამპის იმ პოსტის გაზიარებას გამოეხმაურა, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენს “მძინარას” უწოდებს.

დავით ჭიჭინაძის აზრით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება ბუნდოვანია, რადგან არ გამორიცხავენ კიბერშეტევას და ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაზე კიბერშეტევა თავადაა.

„ცოტა უნდა ჩამოყალიბდნენ, როცა კომენტარს აკეთებენ. მგონი, ჩვენს ძალოვან უწყებებს თავისი პრობლემები ეყოფათ, ახლა შინაგანი კიბერშეტევები რომ არ გავუჩინოთ საძიებელი. ასე რომ დავემსგავსებით შავ ოთახში შავი კატის ძებნას,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიისეთ თემებს აქცევთ ყურადღებას, რასაც ადრე საახალწლო ეთერებსა და კურიოზებში უშვებდით – მდინარაძე ჟურნალისტებს
შემდეგი სტატიაკვარაცხელიას გარდაცვალება – ოპოზიცია რუსეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს