ქალბატონი რასას, ფოტიგას, კუბილიუსის პოზიცია ერთი-ერთში ჯდება გუბაზ სანიკიძის ნარატივში – ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუას აზრით, ევროპარლამენტარების, მათ შორის “ევროპის სახალხო პარტიის” წევრების, ანა ფოტიგას, რასა იუკნევიჩიენეს, ანდრიუს კუბილიუსის პოზიცია ერთ-ერთში ჯდება გუბაზ სანიკიძის ნარატივში.

“კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მე საუბარი არ მაქვს “ნაციონალური მოძრაობის “პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებზე, EPP-ის წარმომადგენელი მაგალითად რამდენიმე, მათ შორის ქალბატონი რასა, მათ შორი ფოტიგა, მათ შორის კიდევ არიან კუბილიუსები და ასე შემდეგ, ბუნებრივია, მათი პოზიცია სწორედ ასეთი იქნება. ერთი-ერთში ჯდება გუბაზის მაგალითად, კიდევ ვინ გყავთ აქ ლიდერები “ნაციონალურ მოძრაობას”, მათ ნარატივში და ეს ჩემთვის არ არის ობიექტური”, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიერთადერთი ამოცანა, რაც გუშინდელ ფონზე უნდა გვქონდეს, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნებია – ბოკერია
შემდეგი სტატიაგუშინ ღარიბაშვილმა ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლება EU-ს რეკომენდაციებს არ შეასრულებს – სამადაშვილი