“ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება ურთმელიძის დაბარებასთან დაკავშირებით, კანონს ეწინააღმდეგება”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, საბჭო პასუხს სთხოვდა.

მისი თქმით, ეს არ იყო ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ საქმის შემდგომ წყნარ ვითარებაში განხილვას.

“კატეგორიულად ვემიჯნები საქმის განმხილველი მოსამართლის იუსტიციის საბჭოში დაბარებას. დაველოდოთ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ. ვიმეორებ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება – დღეს დაებარებინა მოსამართლე სხდომაზე, მიუღებელია. ეს კონსტიტუციის დარღვევაა. ეს არ შეუწყობდა ხელს არც საზოგადოებას, არც “რუსთავი 2″-ს. ეს ნაბიჯი არავის სასარგებლოდ არ იყო მიმართული”, – განაცხადა მურუსიძემ.

მისი თქმით, ბოლო დღეებში პოლიტიკოსებისგან, ოპოზიციური პარტიებისგან და ხელისუფლების მხრიდან ბევრი არასწორი დამოკიდებულება მოისმინა სასამართლოს მიმართ.

“ნინო გვენეტაძემ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა, როდესაც მან მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დაიბარა საჭოს სხდომაზე. რაც არ უნდა შევფუთოთ ეს სიტუაცია და ვთქვათ, რომ ეს არ იყო მოსამართლის დაბარება ანგარიშის ჩაბარებისთვის, ფაქტია რომ საზოგადოებამ ეს ასე აღიქვა”, – აღნიშნა მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში სტადიონის მშენებლობისთვის 9 747 000.00 ლარი გამოიყო