“ქალბატონი ირმა ჩემს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მუდმივად ითხოვს”

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატი გიგლა აგულაშვილი ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის ბრალდებას ეხმაურება. გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ ინაშვილი მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მუდმივად ითხოვს.

„ქალბატონ ირმას შეუძლია მიმართოს სხვადასხვა ორგანოებს თუკი რაიმე ინფორმაცია აქვს ჩემი დანაშაულის შესახებ და თუკი ჩემი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, მზად ვარ, ყველაფერზე გავცე პასუხი“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

რაც შეეხება ბრალდებებს, როგორც აგულაშვილმა განაცხადა, ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტები არსებობს, გარემოს დაცვის სამინისტრო მას ავლენს და ებრძვის.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე 100%-იანი კონტროლი გვაქვს
შემდეგი სტატიაკობა ნარჩემაშვილი: კვიციანთან კითხვები მაქვს, მაგრამ მას მხარი მაინც დავუჭირე