“ქალაქის თავზე 10–ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა” – რიაზანში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რიაზანში აფეთქებების ხმა ისმოდა – ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რიაზანის მოსახლეობის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმები განხორციელდა, რის შედეგადაც ქალაქის თავზე სულ მცირე 10 აფეთქების ხმა გაისმა.

რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის განცხადებით, „ნამსხვრევების ჩამოვარდნამ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გამოიწვია“.

ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით 65 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათგან 16 დრონი კი რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაში“რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია” – ტრამპის მრჩეველი
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭირა