ქალაქის საახალწლოდ მოსართავად დედაქალაქის მოსახლეობის დახმარება დამჭირდება – კალაძე

დედაქალაქის მერის თქმით ახალი წლის დღესასწაულისთვის ქალაქის მოსართავ სამუშაოებში მას მოსახლეობის ჩართულობა დასჭირდება, კახა კალაძე ამ თემასთან დაკავშირებით კონკრეტული განცხადების გაკეთებას რამდენიმე დღეში გეგმავს:
„ქალაქის საახალწლოდ მოსართავად სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში გავაკეთებ შესაბამის განცხადებას, დამჭირდება დედაქალაქის მოსახლეობის დახმარება, ჩართულობა ამ მიმართულებით და მჯერა, ბევრი ადამიანი დამიდგება გვერდით.“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიყველის ფესტივალი
შემდეგი სტატია1 დოლარი 2.7268 ლარი ღირს