„ქალაქის გულის“ მოვაჭრეებმა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს

თბილისში ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ მოვაჭრეებმა სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. სავაჭრო ცენტრის შესასვლელი კვლავ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს აქვთ დაკეტილი.

მოვაჭრეების ინფორმაციით, ნახანძრალ ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.

„გვეუბნებიან, რომ ჯერ ისევ მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ ვითხოვთ შეგვიშვან დროულად და იქნებ, ის პროდუქცია მაინც გამოვიტანოთ, რაც ხანძარს გადაურჩა. გვითხრეს, რომ სანამ საგამოძიებო სამსახური არ მორჩება მუშაობას, მანამ ვერ შეგვიშვებენ“, – აცხადებენ მოვაჭრეები.

თბილისში ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ორი დღის წინ ხანძარი გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართობი.

banner
წინა სტატიაში„ზებრა გადასასვლელებზე“ ღამის განათებები დამონტაჟდება
შემდეგი სტატიაშინდისის გმირების მემორიალის მშენებლობა გრძელდება