,,ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით, ისტორიით, კულტურით სავსე და მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 21, 2017 10:36

,,ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით, ისტორიით, კულტურით სავსე და მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ”

„ქართული ოცნება – დემოკრატიულის საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. კახა კალაძე ხმის მისაცემად საირმის ქუჩაზე მდებარე 64-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. კალაძე საარჩევნო უბანზე მარტო იმყოფებოდა.

„ქალაქში უნდა იგრძნობოდეს სიცოცხლე. ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით სავსე, ისტორიით სავსე, კულტურით სავსე და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ და მოვახერხებთ“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ის დღეს ჟურნალისტების წინაშე ბოლოჯერ თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსით, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს ამას გადაწყვეტს დედაქალაქის მოსახლეობა და საღამოს ყველაფერი გახდება ცნობილი.
კითხვაზე, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, კალაძის განცხადებით, ნორმალურად, კარგად.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 21, 2017 10:36

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics