“ქალაქი დატოვებულია უპატრონოდ”- წულაიას ქუთაისის მერიისთვის ბოქლომის დადება სურდა

“ახალი ქრისტიან დემოკრატების” თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიისთვის ბოქლომის დადება სცადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველა თბილისში გასამართ აქციაზე წაიყვანა, ქალაქი კი უპატრონოდაა დატოვებული.

“მთელი საქართველოდან დღეს დაძრულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აიპ-ები, სსიპ-ები და ა.შ. ქალაქი დატოვებულია უპატრონოდ, წასულია ყველა თანამშრომელი, 90%, არადა ქალაქში მომძლავრებლია ძაღლები, კატები, ძროხები, ღორები, დადის ამ ქალაქში, ძაღლი არ შეიპაროს რომელიმე კარებზე, არ მოშარდოს, ამიტომ მირჩევნია მივიდე, დავკეტო, დავუტოვებ გასაღებს, ჩამოვლენ ხვალ სამსახურში, გააღებენ, იქნება სუფთა და დალაგებული”, – თქვა გოგი წულაიამ.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ში აცხადებენ, რომ 1 749 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლა კვლავ ვიდეოფიქსაციის საშუალებით განხორციელდება
შემდეგი სტატიაგორდონი: ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა – საქართველოს ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის