ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ნატალია შეროზია აირჩიეს

news
ავტ.: news მარტი 27, 2017 14:49

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ნატალია შეროზია აირჩიეს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში დღეს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატს ნატალია შეროზიას უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი. მისი არჩევის წინააღმდეგ კი ოპოზიცია წავიდა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” განაცხადეს, რომ შეროზიამ სხდომაზე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში იყარა კენჭი და გაიმარჯვა. ამ დრომდე თავმჯდომარის მოვალეობას ყოფილი “რესპუბლიკელი” გიორგი თოდუა ასრულებდა.

news
ავტ.: news მარტი 27, 2017 14:49