ქალაქ წალენჯიხაში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

ქალაქ წალენჯიხაში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა, მოსწავლეებს და მასწავლებლებს ახალი სკოლის გახსნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ცოტნე შონიამ მიულოცა. პირველკლასელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კომპიუტერები გადაეცათ.

ახალი სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. აღჭურვილია ახალი ინვენტარით, სკოლაში მოწყობილია ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი.
მოწყობილია ცენტრალიზებული გათბობის და წყალმომარაგების სისტემები. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე. სკოლასააქ ღია სპორტული მოედანი. პროექტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაში„როცა პოლიტიკური ხელმძღვანელი ხარ და გაქვს მართვის სადავეები, იქ გამჭვირვალობის დამატებითი ვალდებულებები შემოდის, რომლისგანაც თავის არიდებას ცდილობს ივანიშვილი“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაინაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დაწყებულია