ქალაქ წალენჯიხაში, ბადრი შანავას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

წალენჯიხაში , ბადრი შანავას 4.232 კმ-იანი გზა სრულად რეაბილიტირდება.
შიდა მნიშვნელობის გზა 7 ჩიხისა და 1 ცენტრალური ნაწილისაგან შედგება.
პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.
აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი დასრულებულია და სამუშაოების პირველი ეტაპი რამდენიმე დღეში დაიწყება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ნიუპოვერი ასრულებს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 – ბათუმში, 2 – იმერეთში, ერთი – გორში