ქალაქ საგარეჯოს და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია შეუწყდებათ

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ინფორმაციით, ხვალ 220 კილოვოლტიან გადამცემ ხაზზე „მანავი-220″ გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარდება.

სსე-ს ცნობით სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 09:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ საგარეჯოს და მიმდებარე სოფლებს შეუწყდება.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.​

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში ,,შესამოწმებლად” მივიდა (+ვიდეო)
შემდეგი სტატიადიღმის მასივში ავტომანქანა აფეთქდა