ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს მაჟორიტარები ქალაქ რუსთავში წარადგინა.
პარტიის სახელით რუსთავში დავით კირკიტაძე და მამუკა ჩიქოვანი იბრძოლებენ.
მხარდამჭერებს კანდიდატები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, სერგო რატიანმა, გიგი წერეთელმა და რომან გოცირიძემ, წარუდგინეს.