ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

region
: region მარტი 18, 2019 18:19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბრძანების საფუძველზე, შპს „ქალაქ ფოთის გაერთიანებულ სამშობიარო სახლს“ უარი ეთქვა პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მინიჭებაზე, რაც გულისხმობს საქმიანობაზე ნებართვის შეჩერებას.
ქალაქის ხელისუფლება ითვალისწინებს რა შექმნილი ვითარების სირთულეს, ცდილობს მისი კომპეტენციის ფარგლებში მოაგვაროს არსებული პრობლემა. ქალაქს არ გააჩნია ალტერნატიული სამშობიარო სახლი. სამეანო და ნეონატალური მომსახურების გარეშე დარჩენილი ფოთელები იძულებული არიან მიმართონ მეზობელ ქალაქებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს.

პირველ ეტაპზე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მიერ მობილიზებულია ბრიგადები, რათა დროულად მოახდინონ ორსულთა ტრანსპორტირება უახლოეს ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებამდე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს კონსულტაციებს კლინიკის პერსონალთან არსებული პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრის მიზნით. ამასთანავე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, შესაბამის უწყებებთან ერთად, სამედიცინო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენთა დასაინტერესებლად და კერძო ინვესტორთა მოსაძიებლად.

region
: region მარტი 18, 2019 18:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,100
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics