ქალაქ ოზურგეთში 30 წლიანი პაუზის შემდეგ სანაპიროზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება

ქალაქ ოზურგეთში სხვა სამუშაოებთან ერთად ორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 30 წლიანი პაუზის შემდეგ სანაპიროზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება, რის შედეგადაც ქალაქის ქუჩებში სატვირთო მანქანები აღარ იმოძრავებენ. შემოვლითი გზის მეშვეობით ქალაქში საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება.
დღეს გზისა და გზაგამტარის აღდგენითი სამუშაოები ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოინახულა. სამუშაოები, რომელიც ჟღენტისა და სანაპიროს ქუჩებზე უკვე მიმდინარეობს, აგვისტოს თვეში დასრულდება, რის შემდეგაც წლების განმავლობაში თითქმის უფუნქციოდ დარჩენილი ავტოსადგურიც აღდგება.

სანაპიროს ქუჩის აღდგენის პარალელურად მდინარე ბჟუჟზე ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს. მდინარე საფრთხეს სანაპიროსთან არსებულ დასახლებასა და 8 მრავალბინიან კორპუსს უქმნიდა. იტბორებოდა როგორც კერძო სახლები, ასევე, კორპუსების პირველი სართულები. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას დატბორვის საფრთხე აღარ დაემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ ფეხბურთის რუს ფანებს პოტენციური მკვლელები უწოდა
შემდეგი სტატიაპუშკინის ქუჩაზე ესტაკადა 22 ივნისს ცალმხრივად გაიხსნება