27.6 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ქალაქ ნიკოლაევკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში, ქალაქ ნიკოლაევკაზე რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

ოლქის გუბერნატორის, ვადიმ ფილაშკინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნიკოლაევკაში დაზიანდა ხუთი კერძო სახლი, სამი მაღალსართულიანი შენობა და სამი ადმინისტრაციული შენობა.

გარდა ამისა, რაიონის სხვადასხვა დასახლებაში დაინგრა და დაზიანდა კერძო სახლები, ადმინისტრაციული შენობა და ავტომობილები.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა პოკროვსკისა და ბახმუტის რაიონებსაც დაარტყეს, სადაც ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული შენობების და საცხოვრებელი შენობების ნგრევა.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას
შემდეგი სტატიალევან მახაშვილი: ოპოზიციას ყოველი ახალი აქციის კვალდაკვალ ეცლებათ ადამიანები, რაც ჯანსაღი პროცესია